Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | წამალგარეულ სასმელს ასმევენ, მერე ტაქსით სასტუმროსკენ მიდის სექსმუშაკთან ერთად და სექსმუშაკი გზაში ძარცვავს - რა ხდება ღამის კლუბებში?
ambebi.ge
26 July 2017, 20:20
რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ბარებიდან სამართალდამცველებმა 91 სექსმუშაკი აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარდა რეიდები რუსთაველზე და ისინი პოლიციაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს. 91 დაკავებული სექსმუშაკიდან 71 ქართველია და 20 უცხოელი. ასევე აიყვანეს 56 მამაკაცი, მათ შორის 15 ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე. სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

საზოგადოებას კარგად ახსოვს პრემიერ-მინისტრის განცხადება. მან "რესპუბლიკის მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებში არსებულ პროსტიტუციაზე ისაუბრა. ყველა ელოდა, რომ ამ განცხადების შემდეგ სამართალდამცავები ოპერატიულად გამოავლენდნენ მსგავს ფაქტებს და ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს, მაგრამ ეს მაშინ არ მომხდარა. საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, მაგრამ ეს ბიზნესი კარგად ორგანიზებულია. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა საქართველო და პირდაპირ აღინიშნა, რომ "ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო არის გოგონებისა და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყანა. ქალები და გოგონები საქართველოდან სექსტრეფიკინგს ექვემდებარებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - თურქეთში. ქალები ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან იძულებით პროსტიტუციას ექვემდებარებიან აჭარის რეგიონის სატურისტო ადგილებში".

აჭარაში ამ პრობლემის არსებობაზე საუბრობენ სახალხო დამცველი და არასამთავრობოებიც. მართალია, პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი შარშან დააკავეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. პრობლემა განსაკუთრებით თვალში საცემია ზაფხულში, როცა იქ დამსვენებლების სიმრავლეა. იმასაც ამბობენ, სპეციალურ ბუკლეტებსაც კი არიგებენ სტამბოლში, იზმირსა და სხვა ქალაქებში და იქ მითითებულია კონკრეტული მისამართები, სადაც არასრულწლოვანი სექსმუშაკები ჰყავთ. ასევე მითითებულია, რომ ამ დაწესებულებებში ნებისმიერი სახის სექსუალურ მომსახურებას მიიღებენ. აჭარაშიც და თბილისშიც ამბობენ, რომ ძირითადად მუსლიმი მამაკაცები სტუმრობენ მსგავს დაწესებულებებს.
GზაPრესს
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის Advertisement აჭარის კომიტეტის რეგიონის წარმომადგენელი თიკო აბაშიძე ამბობს, რომ ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, რეგიონში იზრდება იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომლებიც სახლებიდან გამორბიან. აქ ისინი ხვდებიან იმ პირების ხელში, რომლებიც ამ მოზარდებს ე.წ. სექსმუშაკებად ამუშავებენ, რაშიც სოლიდურ თანხას იღებენ. მათი კლიენტები ძირითადად თურქეთის მოქალაქეები არიან. საღამოს საათებში რომ გაიაროთ, დარწმუნდებით, რომ რამდენიმე სასტუმრო და კაფე-ბარია, რომლებშიც არალეგალური ბორდელებია მოწყობილი...

გიორგი ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფ­ციული კავშირის" თავმჯდომარე:
- ხშირად კითხულობენ, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლას შედეგი მოჰყვება თუ არაო? ამ პრობლემას არც საქართველოში და არც მსოფლიოს ქვეყნებში არაფერი ეშველება. ეს ისეთი სფეროა, რომელსაც სამწუხაროდ, სახელისუფლებო რგოლში მყოფი გარკვეული პირები უდგანან სათავეში და ერთგვარ ორგანიზებასაც უწევენ, რადგან ამ ბიზნესიდან მილიონები შემოდის. ბოლო დღეებში ჩატარებულ რეიდებს რაც შეეხება, 2 ახსნა აქვს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი